ბუბა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა "სტუდენტობა იყო ჩემი მიზანი და განვახორციელე", - ამბობს ბუბა, "ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი გმირის (ბაქარი) როლის შემსრულებელი, რომელიც ახალ სეზონზე მაყურებელს, რეალურ ცხოვრებაში, უკვე არა მათნაძედ, არამედ მირცხულავად წარუდგა. მოკლედ, სიახლეებია მისკენ, - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და რატომ არ აირჩია სამომავლოდ მსახიობის პროფესია, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, აქვე იმასაც გაიგებთ, რატომ არის ის დღეს მათნაძის ნაცვლად მირცხულავა...
- გადაღებების პარალელურად, აბიტურიენტი რომ ვიყავი, იმ პერიოდში გადავწყვიტე, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ჰოდა, დატვირთული გრაფიკის ფონზე, როგორც შემეძლო, ვმეცადინეობდი. მინდოდა, მაქსიმალურად მეტი და მეტი გამეკეთებინა, რომ არც სწავლას შეშლოდა ხელი და არც - სამსახურს. გამოცდებზე არ ვთვლი, რომ ცუდი შედეგი მქონდა. მასწავლებლებთან სიარულს, გადაღებებს ვუთავსებდი და მაინც რაც მინდოდა, ის გავაკეთე, არც ოჯახია უკმაყოფილო.
- მთელი ბავშვობა თეატრალურ სტუდიაში დადიოდი და სერიალისთვისაც იქიდან გიპოვეს. დღეს ცნობილი პროექტის მსახიობი ხარ, ამიტომ მოსალოდნელი იყო, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაგებარებინა, მაგრამ ასეთი არჩევანი არ გააკეთე. რატომ?
- მიმაჩნია, რომ მსახიობობა, უფრო მეორად პროფესიად გამომადგება, ვიდრე ძირითადად. სულ ვამბობ, რომ ეს საქმიანობა დამატებითი შემოსავლისთვის მექნება-მეთქი. თუ კიდევ ვინმეს რამეში დავჭირდები, დარწმუნებული ვარ, სამსახიობო განათლების გარეშეც დამიძახებს, ასე თუ ისე, იციან, ვინც ვარ და რა შემიძლია...
მოკლედ, ძირითად პროფესიად სხვა რამ ავირჩიე და მიმაჩნია, რომ ისიც ძალიან საინტერესოა. დიახ, მასში ძალების მოსინჯვის სურვილი გამიჩნდა. მაინტერესებს, როგორი პიარმენეჯერი ვიქნები, მომწონს საგნები, რაც უნდა ვისწავლო, საკმაოდ ღრმა სფეროა და ბევრი განხრა აქვს.
- ბუბა, მაყურებელმა მათნაძედ გაგიცნო, მაგრამ ახლა ხარ მირცხულავა. გვარი რატომ შეიცვალე?
- კი, შევიცვალე. გადავედი ჩემი ნახევარი და-ძმის გვარზე.
- უფროსი შვილი არ ხარ?
- დედაჩემის პირველი შვილი ვარ და ჩვეულებრივად, მამის გვარი მქონდა. მისი შეცვლა კი ბევრი ფიქრის შემდეგ, უკვე 18 წლისამ საჭიროდ ჩავთვალე, ასე გადავწყვიტე, ხომ ვამბობ, ამაზე მანამდეც ვფიქრობდი, მაგრამ აჩქარება არ მინდოდა და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადავდგი. იხილეთ სრულად