"აგვყარეს დიდ სატვირთოზე და შეგვიყენეს გოლგოთის გზას... მე მაშინ 15 წლის ვიყავი..." მე 15 წლის ვიყავი, მირანდა - 9-ის და დათო 7-ის. 1993 წლის 27 სექტემბერია, ჩვენს ეზოში ქრიზანთემები და ფერად-ფერადი ასტრები გაცხოველებულნი ყვავიან, ხოლო ჯულბიკო, რომელიც ნახევრად ლაიკის, ხოლო ნახევრად გაურკვეველი ჯიშისაა განწირული ყეფს თითქოს ხვდება რომ ჩვენ უკანასკნელად გვხედავს... თბილა, ოო, ისე თბილა არსად არც ერთ მხარეში ასეთი სითბო მე არ მიგრძნია ამ 23 წლის მანძილზე... ოო, როგორ არ მინდა მოვწყდე ამ ფერად ასტრებს და ოქროსფერ სითბოს, მაგრამ მაინც აგვყარეს დიდ სატვირთოზე და შეგვიყენეს გოლგოთის გზას... ვხედავ მაღლობიდან ჩვენი ბავშვობის ბაღს, გიჟურად აყვავებულ ქრიზანტემებს და გულსაკლავად მყეფარე ჯულბიკოს... შეგვიყენეს გოლგოთის გზას...
2016 წლის 27 სექტემბერია და ჩვენ კვლავამ გოლგოთის გზაზე ვეზიდებით ამ გაუსაძლისად მძიმე ჯვარს... ოოჰ, ძალზე მძიმეა ეს ჯვარი, დედა, ტვირთი შეგვიმსუბუქე, გთხოვ...
დღეს დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, მე უკვე შეკითხვას აღარ ვსვამ: რატომ?
ელენე გუჯეჯიანი