პრინც უილიამის ოჯახური ვიზიტი კანადაში, პაწაწინა პრინცესა შარლოტას პირველი მოგზაურობა და ჯორჯის მოულოდნელი ჟესტი პრინც ჯორჯის ამ ჟესტმა მსოფლიო მედია აალაპარაკა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კანადაში იმყოფება ვიზიტით და პრინც უილიამსა და მის მეუღლეს თან ახლავთ პატარა შვილები - 3 წლის პრინცი ჯორჯი და წლინახევრის შარლოტა.
ოფიციალური დახვედრისას კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ ჩაიმუხლა, რომ ჯორჯს მისალმებოდა - ხან ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, ხან - გაშალა, ხელზე დამარტყიო, თუმცა პრინცისგან სრული იგნორი მიიღო. "მეფური სიამაყე" - ასე შეაფასეს პატარა ჯორჯის საქციელი.