ინტერნეტ მომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მის კორპუსში მომხდარ ამბავზე წერს. ინტერნეტ მომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მის კორპუსში მომხდარ ამბავზე წერს. როგორც ირკვევა ე.წ. ბიოს მოხმარებას რამდენიმე ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა.
"გუშინდელი საშინელი და ამავე დროს ღმერთის წყალობით კარგად დასრულების ამბავი მინდა მოგიყვეთ...
გუშინ საღამოს რვის ნახევარზე დაბრუნებული სამსახურიდან დედაჩემი სადარბაზოში შედის და რას ხედავს.
ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან, მეორე კი მეცხრე კლასელი კიბეებზე უგონოდ ეგდო.
ეგონა, ნასვამი და გვერდი აუარა. აიარა რამდენიმე კიბის საფეხური და მეორე ბიჭი თავდაყირა ეგდო.
სულ შავი, ისიც უგონო მდგომარეობაში. დედაჩემს უფიქრია, ალბათ პირველი ბიჭი რადგან ნასვამი
იყოო და მიბარბაცებდაო, იფიქრა, ბიჭებმა რაღაცა დალიესო და მთვრალები ყრიანო...