"ბებოს პენსიით ვემზადები... მეგობრები არ მყავს - არავის სჭირდება ისეთი მეგობარი, ვისაც ყოველდღე ახალ-ახალი ტანსაცმელი არ აცვია" "ექიმობა მინდაო, ვთქვი და იმისთვის, რომ სამედიცინოზე ჩავაბარო, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ეს ცხოვრება ჩემთვის ძალიან რთულია და თითოეული ნაბიჯის წინ გადადგმა ჩემთვის დიდ შრომასთან ასოცირდება! არც მდიდარი ვარ, არც მაინცდამაინც ნათესავები მახვევია თავს. მარტო ჩემი ოჯახი მყავს.
ჩემს თითოეულ წარმატებას მხოლოდ დედას და ბებოს (რომლის პენსიითაც ვემზადები) ვუზიარებ. მეგობრებიც არ მყავს, რადგან არავის სჭირდება ისეთი მეგობარი, ვისაც ყოველდღე ახალ-ახალი ტანსაცმელი არ აცვია, ცხოვრების ელემენტარული პირობები არ გააჩნია და ტელეფონიც კი არ აქვს! მარტო ვარ, ვხვდები და ამის გამო ხშირად ბევრს ვტირი, რადგან ასე არ მინდა იყოს! მეგობრებიც მინდა, რომ მყავდეს. განაგრძეთ კითხვა