„ისეთი კოცნა იცის, თავბრუს დაგახვევს, რომ გეხუტება, ფიქრობ, რომ ასეთი ჩახუტება არავინ იცის“ ჟურნალისტებს მარიამ ოშხნელსა და ლევან ჯავახიშვილს წლის და ორი თვის საყვარელი გოგო - ანანა ჰყავთ, რომელსაც საზოგადოება ცნობილი მშობლების წყალობით მეტ-ნაკლებად იცნობს. რამდენიმე საათის წინ მარიამმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა:
„როცა წლის და 2თვის შვილს სკაიპით ელაპარაკები და გეუბნება "დედა მიკარქარ"... აუუუ!“
რასაკვრიველია, იქვე გაჩნდა კითხვა, თუ სად იყო ბავშვი და რატომ უხდებოდა დედასთან სკაიპით საუბარი. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ანანა ბებოსთან, მარიამის დედასთან ხაშურშია, შვილს მონატრებული დედა კი თავის მეგობრებს ანანას შესახებ შემდეგ კომნენტარს უწერს:
„იცით როგორ მიყვარს? აი, უსასრულობამდე. ერთი ნახვით შეგიყვარდებათ, რომ ნახოთ. სულ იცინის, სუუულ, სუულ ცეკვავს და გაუთავებლად ტლიკინებს. ისეთი კოცნა იცის, თავბრუს დაგახვევს, რომ გეხუტება ფიქრობ, რომ ასეთი ჩახუტება არავინ იცის, ცოტა ჯიუტია, დაჟინებთ ითხოვს იმას, რაც უნდა. მაგალითად, საჭესთან თუ არ დასვი (ვიცი, რომ არ შეიძლება), პიპიას ძახილს ბოლო ხმაზე არასდროს მორჩება, მერე ისე აფრინდება პატარა ხელებით საჭეს, თუ კარგად არ დაიჭირე, მიუხვევს და მოუხვევს... საოცარი თმა აქვს, მისი ასაკისთვის უჩვეულოდ გრძელი და სქელი, იქით კვირას მეც ზუსტად ანანას ვარცხნილობას ვიჭრი... რატომ ვლაპარაკობ ამდენს ანანაზე? ყველამ იცით, რომ მონატრება მაგიჟებს, ჰოდა ასე გამოვხატავ და ნუ იფიქრებთ, რომ ისეთი დედა ვარ, აი, ცოტას რო აფრენენ ხოლმე...“
თეკლა ჟვანია