ვიდეო, რომელსაც ვერც ერთი დედა ვერ უყურებს ცრემლების გარეშე - აჩვენეთ თქვენს შვილებს და ჰკითხეთ, რას აირჩევდნენ ეს პატარა სოციალური ვიდეო ნამდვილად ბევრის მთქმელია და ამაღელვებელი ნებისმიერი დედისთვის. პატარა ბავშვებს ჰკითხეს, თუ რა იყო მათი საოცნებო საჩუქარი. მერე კი ჰკითხეს, რა იყო მათი დედის საოცნებო საჩუქარი.
შემდეგ მოულოდნელად მიუტანეს ჯერ მათთვის სანუკვარი ნივთები, მერე კი გვერდით დადეს დედისთვის არჩეული ნივთები. უმრავლესობამ თავისთვის სათამაშო ინატრა ან საბავშვო ტექნიკა, დედებისთვის - სანატრელი ბეჭედი, სამკაული, ტელევიზორი...
როცა არჩევანის წინაშე დადგნენ, ამ პატარა გონიერმა არსებებმა საკუთარი საჩუქრები გვერდით გადადეს და დედისთვის აირჩიეს საჩუქარი. ერთმა ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება: "ლეგო ხომ არაფერია, ნივთია, დედა კი ოჯახია... ის მე ყველაფერს მიკეთებს და იმსახურებს ჩემგან საჩუქარის".
ბავშვების გულკეთილობითა და უანგარობით გახარებულმა ექსპერიმენტის ავტორებმა მათ თავიანთი საჩუქრებიც დაუტოვეს და სიხარულით ატირებული დედებისკენ გააცილეს.
აჩვენეთ ეს ვიდეო თქვენს შვილებსაც და ჰკითხეთ, თავად რა არჩევანს გააკეთებდნენ.