"18 წლიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ვსწავლობ..." თათია დოლიძეზე, რომელიც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია, ამ დღეებში ბევრი საუბრობს. მისმა გამოსვლამ გაეროში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე (იხილეთ ვიდეო).
24 წლის თათია 2016-დან 2017 წლამდე წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდობას გაეროში და გააცნობს მათ ქართველი ახალგაზრდობის პრობლემებს. თათია ამჟამად ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. პარალელურად, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობს. არის რამდენიმე ანალიტიკური სტატიის ავტორი. 2013 წელს მიღებული აქვს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის, ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვილნიუსის და სიენას უნივერსიტეტებში. ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს.
ასევე იხილეთ: დეპუტატი დედა, რომელმაც ბავშვი ევროპარლამენტში "გამოზარდა"
„18 წლიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ვსწავლობ, თუმცა საქართველოსგან მოწყვეტილი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი კვლევითი საქმიანობაც სწორედ ჩვენს რეგიონს უკავშირდება. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გვეგმავ საქართველოში რეგიონული ტურის გამართვას. გავეცნობი ახალგაზრდების პრობლემატიკას, რომლის შესახებაც გაეროში ჩემს საჯარო გამოსვლებში ვისაუბრებ. ვეცდები ქართველი ახალგაზრდების წარმოჩენას და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას“, - ამბობს თათია.
გარდა ამისა, ბევრმა არ იცის, რომ თათია 17-18 წლის ასაკში საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო.