17 წლის ქართველი გოგონას ტრიუმფი რუსული "ახალი ხმა" პირდაპირ აიკლეს ქართველმა მომღერლებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით აწყობენ ფურორს სცენაზე. ამჯერად ქართველმა მომღერალმა ვერიკო ტუხაშვილმა დაიპყრო როგორც ამ პროექტის სცენა, ისე დიმა ბილანის გული. 17 წლის ქართველი გოგონას ხავერდოვანმა ხმამ და სასიამოვნო გარეგნობამ მაყურებელი და ჟიურის წევრები ერთიანად დაატყვევა.
"ბრმა ქასთინგზე" ვერიკოს სიმღერაზე პირველი დიმა ბილანი შემობრუნდა – სულ რაღაც 7 წამში და როცა გოგონა დაინახა, კიდევ უფრო მოიხიბლა მისით. "თითქოს მიკროფონი ყველასთან ერთნაირად ჟრერს, მხოლოდ თქვენთან არის სხვა ჟრერადობა", - უთხრა ვერიკოს ბილანმა.
ასევე შეუქო ნამღერი ლეონიდ აგუტინმა, თუმცა ჟიურის დანარჩენ წევრებს გუნდები პრაქტიკულად დაკომპლექტებული ჰყავთ და ვერიკო ავტომატურად მოხვდა ბილანთან. ვნახოთ, როგორ განაგრძობს სვლას ფინალისკენ. იხილეთ ვიდეო