ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო - მშობლები

ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

2016-10-13 15:28:23+04:00

"ისე იღიმის, დანახვისთანავე ხვდები, რომ სევდასთან ერთად ახალგაზრდობის მერცხლები დაფრინავენ მის თვალებში"

ორიოდე კვირის წინ მოხუცი ბებოს მიერ თელასის თანამშომლებისთვის მრიცხველზე დატოვებულმა წერილმა სოციალური ქსელი დაიპრო.

წერილში შემდეგი ტექსტი ეწერა:

"ძალიან გთხოვთ, როგორც შვილს, არ გამითიშოთ, პენსიას ავიღებ და პარასკევს გადავიხდი".

შეუძლებელია, ასეთ წერილებს და ზოგადად მსგავს საკითხებს გულგრილმა შეხედო და სევდა არ მოგეძალოს. ალბათ ბევრს აინტერესებდა ავტორის ვინაობა...

ჟურნალისტმა მარიამ ოშხნელმა მოინდომა და იპოვა ის ბებო, ვინც ზემოხსენებული წერილი დაწერა. საკუთარი ფეისბუქგვერდის მეშვეობით კი ლილი ბებო უფრო ახლოს გაგვაცნო და მისი მოკლე ისტორიაც მოგვიყვა. გთავაზობთ მარიამის სტატუსს:

mshoblebi

"ვიპოვე! მრიცხველზე გაკრული წერილი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიარა, ლილი ბებოს დაწერილია. იმდენად ბევრმა ადამიანმა გააშეარა წერილი, ვფიქრობ, რომ ბევრი იქნებით, ვისაც ლილი ბებოს დახმარება მოგინდებათ. მოკლედ:

ისე იღიმის, დანახვისთანავე ხვდები, რომ სევდასთან ერთად ახალგაზრდობის მერცხლები დაფრინავენ მის თვალებში. მალე 80 წლის ხდება, ფერადია და ლაღი... მარტოხელა პენსიონერია, სოციალურ დახმარებას არ იღებს, არ წუწუნებს, უბრალოდ წამლებისთვის ფული ხშირად აღარ რჩება. მრიცხველზე ცნობილი წერილი ისევ გაკრულია, ამბობს, რომ საქმეს შველის...

mshoblebi

მომეხმარეთ, ცოტა მეტად გავაბედნიეროთ ეს ადამიანი, გაავრცელეთ. ვისაც სურვილი გაუჩნდება, გაუკეთოს საჩუქარი (ასე დავარქვათ, ეუხერხულება ხალხისთვის დახმარების თხოვნა), დავაკვალიანებ. როგორც ყოველთვის, ვიცი, რომ ჩემ გვერდით იქნებით..."

თეკლა ჟვანია