"რა დონის უთავმოყვარეო უნდა იყო გოგო, რომ ვირთხასავით დაეტაკო იმ ნადავლს, რაც პირველივე შეგხვდება..." სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა ნუკა კვალიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ ქმარს დაშორდა (იხილეთ სტატია). რასაკვირველია, ამ ამბავს ჩუმად არ ჩუავლია, ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ, რატომ დაშორდა წყვლი ერთმანეთს მაშინ, როცა მეორე შვილი შეეძინათ, რა გახდა ოჯახის დანგრევის მიზეზი და ა.შ..
რამდენიმე საათის წინ, ნუკამ თითქოს ფარდა ახადა მისი ოჯახის დანგრევის მიზეზს და ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსი გამოაქვეყნა:
"რა დონის უთავმოყვარეო უნდა იყო გოგო რომ ვირთხასავით დაეტაკო იმ ნადავლს, რაც პირველივე შეგხვდება... ოჰ, როგორ ვღადაობ ეს დღეებია, როგორ ვღადაობ და რამდენ გაპაზორებულ გოგოს ვხედავ... სულ ტყუილად! მინდა გითხრათ... და კაცებო, მიაქციეთ ამ საცოდავებს ყურადღება, თორე ისეთი ჩასაფრებულები ყოფილან, თვითონ მაგ სიტყვასაც უკვირს მაგათი... იდეა შესრულებულია ხუთიანზე და საცოდაობის სტატისტიკაც ამოხსნილია..."
როგორც ირკვევა, ნუკა მეუღლეს არ დაშორებია. ეს მისი ერთგვარი ხრიკი იყო კონკრეტული ადამიანების ამოსაცნობად. რასაკვირველია, ამ სტატუსმა ბევრი დააბნია, ეკითხებიან ნუკას, ეს რას ნიშნავს, არ დაშორებულხარ ქმარსო, ის კი შემდეგ კომენტარს წერს:
"რაც არ უნდა მოხდეს, რა პრობლემაც არ უნდა იყოს და რაც არ უდა გვეგონოს, რომ შეიძლება ყველაფერი დამთავრდა, ეგ ვერასოდეს ვერ მოხდება და ვერ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვაკავშირებს ბავშვობა, ბავშვობის მეგობრობა, შეყვარებულობა, ცოლქმრობა, 2 შვილი და ბოლოს, ძალიან ძალიან დიდი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ არც მე მაინტერესებს სხვა და არც ამ ადამიანს. ასე რომ, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, პრობლემა ყოველთვის არის ურთიერთობაში და რაც მეწერა, ტყუილი არ მეწერა, მაგრამ მე და ლიჩი ერთმანეთის გარეშე არის იგივე ადამიანი ჰაერის გარეშე. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, რა როგორ არის... დასკვნა ის არის, რომ აგერ ძინავს ჩემს გვერდზე და კისერში ვაკოცე."
თეკლა ჟვანია