დროა უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ 2016-2017 წლის ზამთარი ევროპაში ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპელ სინოპტიკოსებზე დაყრდნობით, ვებგვერდი allnews.ge ავრცელებს.
”სინოპტიკოსები გვირჩევენ, რომ დროა უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ. გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი ამბობს, რომ 2016-2017 სეზონი უჩვეულო სიცივეს გვპირდება. მეტეოროლოგიურმა რუკამ, გააოცა სინოპტიკოსები. იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ და ევროპაში ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი”, - წერს allnews.ge
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.