9 თვის ბავშვს ქალი სასტიკად ცემდა და ეს ფარულმა კამერამ აღბეჭდა ფირზე სამწუხაროა, რომ მშობლები ხშირად ცდებიან და უბოროტეს ადამიანებს ანდობენ თავიანთ სანუკვარ არსებებს - შვილებს. ეს შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი, რადგან ამქვეყნად ბევრი ცუდი ადამიანი არსებობს, ბევრია ისეთი, რომელიც მხოლოდ ფულის საშოვნელად იწყებს მუშაობას ბავშვთან და არათუ არ უყვარს ბავშვები, სძულს კიდეც. მშობლებს კი ხშირად უჭირთ ამოცნობა და ასეთ სავალალო მდგმარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
მორიგი შემთხვევა რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში მოხდა. წყვილს მესამე შვილი გაუჩნდა და გადაწყვიტეს, თავიანთი ძველი ძიძისთვის ეხმოთ, რომელმაც რი შვილი "გაუზარდათ". ამ ქალბატონის წესიერებაში და კეთილშობილებაში არასდროს შეპარვიათ ეჭვი, თუმცა მესამე ბავშვის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო. ბავშვს ძიძის წასვლის შემდეგ გაღიზიანება ეტყობოდა, რამდენჯერმე სილურჯეც შენიშნეს და ეჭვი შეიტანეს. ფარული კამერა დააყენეს სახლში და ეს საშინელი კადრებიც მან დააფიქსირა - თუ როგორ უმოწყალოდ ცემდა ძიძა 9 თვის ბავშვს, რომელიც ტელევიზორის ყურებაში "უშლიდა ხელს"...
რასაკვირველია, მშობლები შოკში ჩავარდნენ, ვიდეო მაშინვე მოხვდა სამართალდამცველებთან, თუმცა ძიძას მხოლოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრეს და რამდენიმე თვით ჩასვეს ციხეში, რაც დაგვეთანხმებით, ვერაფერი შვებაა პატარის მშობლებისთვის. ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ მათი უფროსი შვილიც გამოტყდა, რომ პატარობისას ეს ქალი მასთანაც საკმაოდ აგრესიული იყო და თუ არ უჯერებდა, ცემაზეც არ ამბობდა უარს. თუმცა ბავშვს რატომღაც აზრად არ მოსვლია, ეს ყველაფერი მშობლებისთვის მოეყოლა. ასე ხომ მესამე პატარას მაინც დაიცავდა საზიზღარი ქალის აგრესიისგან.
ფსიქოლოგებიც და სამართალდამცველებიც მშობლებს მოუწოდებენ, გაათმაგებული სიფრთხილით და ყურადღებით შეარჩიონ ადამიანი, ვინც სახლში შემოჰყავთ და საკუთარ შვილს ანდობენ.