5 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს
ტანვარჯიში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაადა განსაკუთრებული პოპულარობითაც სარგებლობს. ახლახან ქართველი ბავშვები დიდი გამარჯვებით დაბრუნდნენ სპორტულ აკრობატიკაში საერთაშორისო ტურნირიდან, საიდანაც 5 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.გვესაუბრება ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ქალბატონი ინგა გიორგობიანი
- პოლონეთის ქალაქ რჟეშოვში ჩატარდა მსოფლიო თასი და საერთაშორისო ტურნირი "აკრო თასი" სპორტულ აკრობატიკაში. ტურნირზე მონაწილეობდა 9 ქვეყანა და ასევე კლუბები. საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა: ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ გოგონათა სამეული - მღებრიშვილი მარიამი, ომიაძე ლიზი, ბაიდაური ნინო (მწვრთნელი მარიამ გიგოლაშვილი). შერეული წყვილი - იმნაძე გიგა და ჯოხაძე ანი (მწვრთნელები დალი ფეიქრიშვილი და მარინა კალანდაძე); გოგონათა სამეული - ფოფხაძე მარიამ, ჩაკვეტაძე ნანა და გოგლიძე სოფო (მწვრთნელი ნინო ბერიანიძე); ვაჟთა ოთხეული: ნუკრი მოდებაძე, გიორგი კუპატაძე, საბა ზაზაძე და რატი ტყემალაძე (მწვრთნელები ვიქტორია ლებედევა და თენგიზ ცხვარიაშვილი), ასევე ვაჟთა წყვილი - ტარიელ სირაძე და გიორგი ოქროპირიძე (მწვრთნელი სვეტლანა ფეიქრიშვილი). ბრინჯაოს მედლები მოიპოვა გოგონათა სამეულმა: ნინო მახვილაძემ, თიკო რიჟამაძემ და თინათინ თედორძემ (მწვრთნელი როზა სუპატაშვილი).
I ადგილი: ფოფხაძე მარიამ, ჩაკვეტაძე ნანა და გოგლიძე სოფო III ადგილი: ნინო მახვილაძე, თიკო რიჟამაძე და თინათინ თედორაძე
- რა უპირატესობების გააჩნია ტანვარჯიშს სხვა სახეობებთან შედარებით?
- ტანვარჯიშის რამდენიმე სახეობა არსებობს, სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა და სპორტული აკრობატიკა. ტანვარჯიშის ყველა სახეობა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. აკრობატიკა კი თითქმის სპორტის ყველა სახეობას უდევს საფუძვლად. ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან კარგია, თუ გაივლის ამ სკოლას. სპორტული აკრობატიკა საქართველოში დიდი ტრადიციების მქონე სახეობაა, უბრალოდ 90-იან წლებში, არეულობამ და გაჭირვებამ თავისი კვალი დაამჩნია. მანამდე ცხრა მსოფლიო ჩემპიონიგვყავდა, რომლებიც საბჭოთაკავშირის სახელით ასპარეზობდნენ. გვყავდა ასევე ახალგაზრდული მსოფლიოს და ევროპის პრიზიორები. ქართველებს ძალიან ძლიერი ტრადიციები გქონდა ამ კუთხით. ეს შედეგი გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ოდითგანვე მოგვყვება.
ნუკრი მოდებაძე, გიორგი კუპატაძე, საბა ზაზაძე და რატი ტყემალაძე
- რომელი ასაკიდან ურჩევთ, მშობლებს მიიყვანონ ბავშვი ტანვარჯიშზე?
- ბავშვის ტანვარჯიშზე მიყვანა მიზანშეწონილია 5-6 წლიდან. საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება ბავშვს, რომ ამ სახეობაში ვნახოთ შედეგი. ბავშვზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად აქვს მონაცემები. არის შემხვევა, რომ ბავშვი 2 წლის მუშაობის შემდეგ გაგვყავს შეჯიბრზე, ზოგი 7 წელი ვარჯიშობს. ეს უკვე ინდივიდუალურია. საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება სპორტსმენს, რომ გავიდეს საერთაშორისო სარბიელზე.
I ადგილი: მღებრიშვილი მარიამ, ომიაძე ლიზი, ბაიდაური ნინო
- როგორი მონაცემების მქონე ბავშვებს ენიჭებათ უპირატესობა, ანუ რა მონაცემებია ამ სპორტისთვის საჭირო?
სასურველია, თუ ბავშვს აქვს ბუნებრივი მონაცემები - არის მოქნილი და გამხდარი. ასეთი ბაშვები უფრო მალე აღწევენ შედეგს, თუმცა არის კატეგორია, რომელიც ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და არწევს კიდეც წარმატებასაც.
ტარიელ სირაძე და გიორგი ოქროპირიძე
- თუ არსებობს ბავშვების კატეგორია, ვისთვისაც აკრძალურლია ტანვარჯიშზე სიარული?
თუ რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ბავშვს და არ შეიძლება დატვირთვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. ხერხემალზე თუ აქვს ბავშვს დაწყებითი პრობლემები, პირიქით ექიმები მშობლებს ურჩევენ კიდეც, რომ ტანვარჯიშზე ატარონ. თუ სერიოზული პრობლემაა, ძალიან არ ვტვირთავთ, უბრალოდ ჯანმრთელობის მიზნით, მსუბუქ ვარჯიშებს აკეთებენ.
I ადგილი - იმნაძე გიგა და ჯოხაძე ანი
- სპორტის ამ სახეობის მიმართ დღეს რამდენად არის დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?
- ტანვარჯიშის ფედერაციის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრშიც ვსაქმიანობ და იქ არა მარტო სპორტსმენები, ისეთი ბავშვებიც ვარჯიშობენ, ვისაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურთ. ასევე ვარჯიშობენ დაწყებითი ჯგუფები. დღეისთვის რაოდენობა 300 ბავშვს აჭარბებს. ბავშვების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, უბრალოდ რთულია პროფესიონალების შერჩევა.
- სპორტის ეს სახეობა მშობლის მხრიდან დიდ დანახარჯებს მოითხოვს?
- ვინც ნაკრებში ხვდება, ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავაფინანსოთ, რათა ამა თუ იმ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ბავშვებს, ძირითადად, არაფერი არ ეხარჯებათ. ევროპისა და მსოფლიო ტურნირებს აფინანსებს ფედერაცია. ასევე გვეხმარება დედაქალაქის მერია, რომელიც პერსპექტიულ სპორტსმენებს სტიპენდიას უხდის და აფინანსებს რიგ ღონისძიებებს.
მერი ბლიაძე