ნუცაც მათსავით რომ არ გავაბრაზო, ხომ იფიქრებს, მე ჯერ არ გამათანაბრა პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას ოჯახი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო და არის... ბოლო პერიოდში მათ ოჯახში სასიამოვნო ცვლილებები მოხდა, ჯერ მისმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი, შემდეგ ალასანიებს შვილიშვილიც შეეძინათ, რომელსაც ორდღიანი სჯა-ბაასის შედეგად შეურჩიეს სახელი და ბოლოს, თინათინი დაარქვეს..
დღეს, ნიკო ალასანიას მეუღლის, ნუცას დაბადების დღეა.. სუპერთანამედროვე დედამთილი კი რძალს იუბილეს შემდეგი პოსტით ულოცავს:
"ნიკო და კატო ყოველთვის ბრაზობენ ფბ-ზე რომ დაბდღეებს ვულოცავ, მაგრამ ტრადიციულად, სიამოვნებით ვაბრაზებ ხოლმე. ხოდა ნუცაც მათსავით რომ არ გავაბრაზო, ხომ იფიქრებს, მე ჯერ არ გამათანაბრა თავის ორ ჩიტირეკია შვილთანო? განა ვინმეს გაბრაზება მომწონს, უბრალოდ ვერაფრით ვერ დავუშვებ უთანასწორობას ოჯახში. ნუცაც ოქტომბრის გოგოა, დღეს გახდა 20 წლის. ხომ შეეძლო თინათინ ალასანია გამოეჩეკა თავისი დაბადების დღის საჩუქრად, მაგრამ კარგად აღზრდილი რომაა, ჩემი დაბადების დღის წინა დღეებში გამოჩეკა! ამაშია საქმე!!! :) მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს ეს ულამაზესი და ძალიან საყვარელი დედიკო "
თეკლა ჟვანია