"ბედნიერება კაბის ზომაში არ არის. ბედნიერება სულში და იმ ადამიანის თვალებშია, რომელსაც უყვარხართ..." Plus-size ბლოგერმა კალი ტორპმა თავისი ქორწილის დღეს ემოციური წერილით მიმართა ყველა ქალს.
მას 2012 წლიდან მიჰყავდა პოპულარული ბლოგი წონაში დაკლებასა და დიეტებზე და 100 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მიიჩნევდა, რომ ბედნიერება სიგამხდრეშია. და მხოლოდ ქორწილის დღეს მიხვდა, რომ ბედნიერებას სპეციალური პირობები არ სჭირდება."მთელი ცხოვრება მეშინოდა, რომ ვერ გავთხოვდებოდი, თუ წონაში არ დავიკლებდი. 22 ზომა ტანსაცმელს ვიცვამ. 2 რამის მეშინოდა: რომ არავის შევუყვარდები და რომ ვერ ვიპოვი ჩემი ზომის ლამაზ საქორწინო კაბას.
"მთელი ცხოვრება მეშინოდა, რომ ვერ გავთხოვდებოდი, თუ წონაში არ დავიკლებდი. 22 ზომა ტანსაცმელს ვიცვამ. 2 რამის მეშინოდა: რომ არავის შევუყვარდები და რომ ვერ ვიპოვი ჩემი ზომის ლამაზ საქორწინო კაბას.
ახლა მეცინება, რომ მახსენდება. ჩემს ქმარს, დენს ისეთი შევუყვარდი, როგორიც ვარ. მეტიც, როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ, შევპირდი, რომ ქორწილისთვის წონაში დავიკლებდი. დენი გულწრფელად გაოცდა: "რა სისულელეა? რისთვის?" ისეთი აღფრთოვანებული იყო ჩემით, ეს რაღაც საოცრებაა... განაგრძეთ კითხვა