"ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, მარტივად რომ ყოფილიყო ყველაფერი..." მოდელ ამანდა ბუტის შვილს სამი თვის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი - დაუნის სინდრომი. ახლახან, 2 წლის მიხას დედამ დაწერა ესე, რომელშიც საკუთარ მაგალითზე შეეცადა დაემსხვრია სტერეოტიპი მზის ბავშვებზე.
"დღემდე არ მესმის, რატომ ფიქრობს ყველა, რომ ჯანმრთელი ბავშვი გაუჩნდება? მეც ვიყავი ამაში დარწმუნებული", - ამ სტროფებით იწყება ამანდა ბუტის ისტორია. ახალგაზრდა დედამ არ მიაქცია ყურადღება ბებიაქალის სიტყვებს, რომელმაც ივარაუდა, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადა. ორსულობის დროს ბუტმა უარი განაცხადა გენეტიკური ანალიზის ჩატარებაზე. თვლიდა, რომ ანალიზის პასუხი მაინც არაფერს შეცვლიდა მისთვის. მოდელს სერიოზულად დაფიქრება ბავშვის დაბადებიდან 3 თვის შემდეგ მოუხდა, როცა პედიატრმა დასვა დიაგნოზი - დაუნის სინდრომი.
ბუტი შოკირებული იყო და არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება. შეშინებულმა დედამ სოციალურ ქსელეი დაიწყო იმ მშობლების მოძიება, რომელთა შვილებიც დაუნის სინდრომით იყვნენ დაავადებული. სწორედ ამ ბლოგებმა დააძლევინა შიში ბუტს.
მოდელი ამბობს, რომ მიხამ მას უფრო მეტი რამ ასწავლა, ვიდრე მან მიხას. "ყველაფერს მის მაგივრად ვაკეთებ. უნდა მივაჩვიო დამოუკიდებლობას. მინდა, რომ გარშემო მყოფები ისევე ექცეოდნენ ჩემს შვილს, როგორც სხვა ბავშვებს, არ ეცოდებოდეთ - როგორც ეს ხშირად ხდება. დიდი პასუხისმგებლობა მაწევს მის აღზრდაში. ბოლოსდა ბოლოს ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, მარტივად რომ ყოფილიყო ყველაფერი", - ამბობს ამანდა.
მოდელი დარწმუნებულია, რომ მისი ორი წლის ვაჟის ინსტაგრამი, რომელსაც 40 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, შეცვლის დამოკიდებულებას განსაკუთრებული ბავშვებისადმი.