ამ ვიდეომ ინტერნეტში 58 მილიონი ნახვა დააგროვა ვასილინა კნუტსენი მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. ჯერ 2 წლისაც არ არის და უკვე იცის ჩანგლის ხმარება. ვასილინა საბავშვო სკამზე ზის და წინ უდგას თეფში საჭმლით. გოგონა კონცენტრირებულია. მას მარჯვენა ფეხის თითებით უჭირავს ჩანგალი და პირის მიმართულებით მიაქვს. ვერ წვდება. ვასილინას ძალიან უყვარს კარტოფილი, ამიტომ არ ნებდება და მარცხენა ფეხით ისწორებს ჩანგალს. მარჯვენა ფეხით ბოლოს და ბოლოს მიაქვს კარტოფილი პირთან.
ამ მოკლე ვიდეომ ინტერნეტში 58 მილიონი ნახვა დააგროვა - ვიდეო გოგონას დედამ ელმირა კნუტსენმა გადაიღო და ფეისბუქზე ატვირთა.
ვასილინას ვიდეო პირველად გამოჩნდა სოციალურ ქსელში მაშინ, როდესაც გოგონა 3 თვის იყო. მაშინ მისთვის ეძებდნენ ოჯახს, რომელიც მას იშვილებდა. ელმირა და კრის კნუტსენებმა გადაწყვიტეს, ეშვილათ გოგონა. თავად უკვე 3 ბიჭს ზრდიდნენ, რომელთაგან ერთი ნაშვილები იყო და არ ჰქონდა ხელები და ფეხები. ამჟამად ვასილინა დიდ მეგობრულ ოჯახში ცხოვრობს. უფროს ძმებს ძალიან უყვართ პატარა დაიკო.
ასევე იხილეთ: უხელო დედა-შვილი ყველაფერს ფეხებით აკეთებს
"რატომ, რატომ იბადებიან ბავშვები ხელებისა და ფეხების გარეშე? როდესაც ბავშვები მისვამენ ამ კითხვას, მე ვპასუხობ: "ესე იგი ღმერთი ხედავს, რომ რაც კი რამე გჭირდება, შეგიძლია ხელების გარეშე აკეთო". ღმერთი არაფერში ცდება!", - ამბობს ელმირა კნუტსენი.