არ გეჩვენებათ, ეს ნამდვილად ჩვენი საუკუნეა. ეს ამბავი ეგვიპტეში მოხდა. არ გეჩვენებათ, ეს ნამდვილად ჩვენი საუკუნეა. ეს ამბავი ეგვიპტეში მოხდა. უფროსი ვაჟის საქორწილო ცერემონიის დროს ნასერ ჰასანმა გადაწყვიტა, რომ მის ოჯახში კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი უნდა მომხდარიყო და გამოაცხადა, რომ მისი უმცროსი ვაჟი ომარი თავის ბიძაშვილ გარამს შეირთავს ცოლად. ქორწილის დამსწრეებს არ გაკვირვებიათ ეს ამბავი, ბევრმა ისიც თქვა, მერე რა მოხდა, ეს ნიშნობაა და არა ქორწილიო.
საქმე ის არის, რომ ომარი 12 წლისაა, გარამი კი – 11-ის. ეგვიპტური კანონი კრძალავს 18 წლამდე ქორწინებას, თუმცა იუნისეფის ანგარიშების თანახმად, გოგონების 17%-ს სწორედ 18 წლამდე ათხოვებენ. განსაკუთრებით – სოფლებში.