"ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა..." გახმაურებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ერთნი მორაგბის დასჯას ითხოვენ, მეორენი კი კრიტიკოსებს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ და მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაში შედიან. სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-საიტებზე გავრცელებულ კომენტარებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა, ქეთი შელეგია ეხმაურება:
"მინდა ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის. 1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით მთლად უპატრონოდ გაიზარდონ ანუ უდედმამოდ. 2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა. განაგრძეთ კითხვა