მოქმედებს თუ არა რაიმე შეზღუდვები ახალშობილების სახელებზე საქართველოს ამომრჩეველთა 2012 წლის ერთიან სიაში, ტრადიციული სახელების პარალელურად, ისეთ სახელებს წააწყდებით, როგორიც ალერსა, ავხანჯალი, აზრყვავილა, აიტანა ან თუნდაც ამონ-რა-ტოტ-აკერ-შუ-ელ-საკხია.
მოქმედებს თუ არა რაიმე შეზღუდვები ახალშობილების სახელებზე და როგორ სახელებს არ დააკმაყოფილებს საჯარო რეესტრი? ამ კითხვით ALLNEWS.GE-მ იუსტიციის სახლს მიმართა.
უწყების წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის სახელზე შეზღუდვა არ არსებობს, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ის შეურაცხმყოფელია ან საზოგადოებისთვის მიუღებელი. ამასთანავე, სახელი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის ნიშანს, სხვა ყველა შემთხვევაში სამოქალაო რეესტრი სახელს განხილვის გარეშე არეგისტრირებს.
როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების მიხედვით, ჯამში 50 სახელია აკრძალული იხილეთ აკრძალული სახელები