ნალექი, ზოგან თოვლის, ზოგან თოვლ-ჭყაპის სახით დღის განმავლობაში მთელ საქართველოში შენარჩუნდება საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ამაღამ თბილისში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, ჰაერის ტემპერატურა კი +4° გრადუსი იქნება. ნალექი, ზოგან თოვლის, ზოგან თოვლ-ჭყაპის სახით დღის განმავლობაში მთელ საქართველოში შენარჩუნდება.
ხვალიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +10°-მდე აიწევს. თბილისში ამაღამ +2 გრადუსია ნავარაუდევი. 29 ოქტომბრიდან კი კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ტემპერატურა კვლავ დაიწევს და ღამით +1გრადუსამდეც ჩამოვა. თუ გრძელვადიან ამინდის პროგნოზს გავითვალისწინებთ, ყინვები ნომებრის შუა რიცხვებამდე არ გვემუქრება.