ექვსი წლის გოგონა 4 კილოგრამს იწონის და მისი სიმაღლე 68 სანტიმეტრია ეს შარლოტა გერსაიდია, რომელსაც მსოფლიო იცნობს. ექვსი წლის გოგონა 4 კილოგრამს იწონის და მისი სიმაღლე 68 სანტიმეტრია – ახალშობილზე ბევრად დიდი არ არის და თავის საყვარელ ფუმფულა დათუნიაზეც პატარაა. შარლოტას ნანიზმის – ქონდრისკაცობის ერთ-ერთი ფორმა აქვს.
როცა დაიბადა, 1 კილოგრამს იწონიდა და 25 სანტიმეტრის სიგრძის იყო. მაშინ თოჯინის სამოსს აცმევდნენ და ექიმები პროგნოზირებდნენ, რომ წელიწადზე მეტხანს ვერ გასტანდა.
თუმცა შეცდნენ – შარლოტა ჯერჯერობით თავს ართმევს ამ უმძიმეს პრობლემებს და სიცოცხლის ხალისსაც არ კარგავს. დღეს მსოფლიოში 100-ზე მეტი ადამიანია მსგავსი გენეტიკური მუტაციით. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო