მოზრდილი ახალგაზრდა მამაკაცი ბებოს, ვითომ ხუმრობით, აწვალებს - მოწოდება მშობლებს! ამ დღეებში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანდა, თუ როგორ იგდებდნენ აბუჩად ბებიას შვილიშვილები, საზოგადოება განსაკუთრებით ააღელვა (იხილეთ ვიდეო). ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ ერთხელ დაფიქრდა ხანდაზმული ადამიანების უმწეო მდგომარეობაზე. დავფიქრდეთ, რამდენჯერ გავმხდარვათ მოწმე, როცა მოუსვენარი შვილიშვილები ვითომ ეხუმრებიან მოხუც ბებიას, სინამდვილეში კი ეს ხშირად დაცინვა, შეურაცხყოფა და ძალადობა გამოდის. ამაზე უარესი გახლავთ ზოგჯერ მშობლების ურეაქციობა ასეთ გამოხდომებზე ან პირიქით, ამ ხუმრობის სიცილით "წახალისება".
ინტერნეტში გავრცელებულ ათასგვარ "ოჯახურ" ვიდეოებს შორის ასეთი ურთიერთობები ხშირად დაფიქსირებულა. გთავაზობთ ინტერნეტში გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოს, სადაც უკვე მოზრდილი ახალგაზრდა მამაკაცი ბებოს, ვითომ ხუმრობით, აწვალებს და შეიძლება ითქვას, საფრთხეშიც აგდებს. ასეთი ვიდეოების გავრცელებით გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მშობლებს, რომ ბებია-პაპების მიმართ მეტი პატივისცემა ჩაუნერგონ შვილებს და დროულად მისცენ შენიშვნა, სანამ ხუმრობა-ხუმრობით დაწყებული უხეშობა ძალადობად და შეურაცხყოფად არ გადაიქცევა.