დონალდ ტრამპს უამრავი მემკვიდრე და ნათესავი ჰყავს აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, 70 წლის დონალდ ტრამპს უამრავი მემკვიდრე და ნათესავი ჰყავს. ისინი უკვე მოექცნენ მედიის ყურაღების ცენრში. ვინ არიან ტრამპის ეს უახლოესი ადამიანები?
მეუღლე
დონალდ ტრამპი 2005 წლიდან 46 წლის სლოვენიელ ფოტომოდელზეა დაქორწინებული. მელანი ტრამპს ამავე დროს საიუველირო ნაწარმის ხაზი აქვს. მას წარმატებულ დიზაინერადაც მიიჩნევენ. მელანი ტრამპის მესამე ცოლია.
ის იუგოსლავიაში დაიბადა და ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩაირიცხა არქიტექტურისა და დიზაინის განხრით. სწავლა პირველივე კურსიდან მიატოვა და მოდელის კარიერის ასაწყობად მილანში გაემგზავრა. წარმატებისთვის რომ იოლად მიეღწია, მან ენების შესწავლა დაიწყო. დღეს ის 4 ენაზე საუბრობს: ინგლისურად, გერმასნულად, სერბულად და ფრანგულად.
1999 წელს დონალდ ტრამპი გაიცნო. ამ დროს ბიზნესმენი უკვე განქორწინებული გახლდათ. 2004 წელს დაინიშნენ, 2205 წლის 22 იანვარს კი ფლორიდაში შეუღლდნენ. ერთ წელიწადში მელანიმ მას ვაჟი, ბერონ უილიამი გაუჩინა. ბერონი ტრამპის მეხუთე ვაჟია.
შვილები და შვილიშვილები
70 წლის ტრამპს 5 შვილი ჰყავს: სამი ვაჟი - დონალდი, ერიკი და ბერონი, ორი კი ქალიშვილი - ივანკა და ტიფანი. ბიზნესმენი ამავე დროს 8 შვილიშვილის ბაბუაა.
დონალდ ტრამპი-უმცროსი
ის ბიზნესმენს ჩეხი მოდელისგან, ივანა ელნიჩკოვთან ეყოლა. უმცროსი ტრამპი ახლა 38 წლისაა და და-ძმასთან, ივანკასა და ერიკთან ერთად მამის კომპანიას უძღვება. როცა მამამ მელანი შეირთო, ორ თვეში თავადაც მოიყვანა ცოლი - ასევე მოდელი ვანესა ჰეიდი. წყვილს 5 შვილი ჰყავს. უფროსი 9 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - 4-ის.
ივანკა ტრამპი
35 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენი, ფოტომოდელი და მწერალი ივანკა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჩეხ მოდელთან, ივანა ელნიჩკოვთან ქორწინებაში ეყოლა. გოგონა 2 წელი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა, მოგვიანებით პენსილვანიის უნივერსიტეტში გადავიდა, რომელიც ეკონომიკის სპეციალობით წარჩინებით დაამთავრა.
წარსულში დედინაცვლის მსგავსად სამოდელო ბიზნესითა და დიზაინით იყო დაკავებული. დღეს კი მამის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. ამჯამად უძრავი ქონებისა და სასტუმროების მენეჯმენტითაა დაკავებული. პარალელურად დააარსა საიუველირო ბრენდი, ფლობს სუნამოების, ჩანთების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს.
2009 წლიდან ივანკა ბიზნესმენ ჯარედ კუშნერზეა გათხოვილი. სიძე ჰარვარდის კურსდამთავრებული გახლავთ და საკუთარი ბიზნეს-კომპანიები აქვს. წყვილი 3 შვილს ზრდის - უფროსი გოგონა 5 წლისაა, ბიჭები კი 3 და 1,5 წლისანი.
ერიკ ტრამპი
იგი 32 წლისაა. განათლება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო ფინანსებისა და მენეჯმენტის განხრით. მოგვიანებით თავისი ფონდი დაარსა, რომელიც ბავშვთა მკურნალობისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევებისთვის ფულად სახსრებს იზიდავდა.
სხვათა შორის, ამ ფონდის დამსახურებით, ბავშვთა ლეიკემიის განკურნების სფეროში არაერთი ნოვატორული აღმოჩენა გაკეთდა.
ერიკი 2013 წელს დაინიშნა. მისი მომავალი მეუღლე ტელეარხ CBS -ზე პროდიუსერის თანაშემწე იყო. ქორწინებამდე წყვილი თითქმის 6 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა.
ტიფანი ტრამპი
23 წლის ტიფანი დონალდ ტრამპის ერთადერთი შვილია მარლა მეიპლისთან ქორწინებაში.
მან პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და სოციოლოგი გახდა. დღეს კი მომღერლის კარიერაზე ოცნებობს, ასევე მსახიობობა და მოდელობაც უნდა.
"დააძინეთ ვინმემ ეს ბავშვი ან რამე ენერგეტიკული დაალევინეთ" - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები.
ტრამპის და-ძმანი
დონალდს 2 ძმა და 2 და ჰყავს. უფროსი ძმა ფრედი 1981 წელს 43 წლის ასაკში ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ფრედერიკ ტრამპმა მის ოჯახს მემკვიდრეობა მოუხსნა.
დონალდის და,, მერიენი, გამოცდილი ფედერალური მოსამართლეა, მისი შვილი დევიდ დეზმონდი კი ცნობილი ამერიკელი ნეიროფსიქოლოგი და მწერალი გახლავთ.
მეორე ძმას, 67 წლის მილიარდერ რობერტ ტრამპს ჟურნალისტები არ უყვარს. მეუღლესთან, ბრეინთან განქორწინების შემდეგ საერთოდ გაქრა მასმედიის რადარებიდან და დღეს მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტის ძმა ნიუ-იორკში საყვარელთან, ყოფილ მდივან ენი მარი პალანთან ერთად ცხოვრობს. მას ტრამპის კომპანიაში მაღალი თანამდებობაც უკავია.
პრეზიდენტის მეორე და, ელიზაბეტ ტრამპი საბანკო ბიზნესში საქმიანობს. მოკრძალებულად ცხოვრობს და ეკრანებზე თითქმის ვერასდროს ნახავთ. მისი ქმარი კინოპროდიუსერი ჯეიმს გროუა.
სავარაუდოდ, ეს მრავალრიცხოვანი ოჯახი მალე ერთად მოიყრის თავს და ამის მოწმე მთელი მსოფლიო გახდება - 2017 წლის 20 იანვარს ხომ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია იგეგმება. ამ მოვლენას კი, სავარაუდოდ, ოჯახის არცერთი წევრი არ დააკლდება.
P.S. თავად ტრამპი კი აი, ასეთი "ოქროს ბიჭუნა" იყო ბავშვობაში.