ამ დროს მამა გარეთ იყო და მანქანიდან თოვლს ბერტყავდა დიდთოვლობა არაერთხელ გამხდარა პრობლემების მიზეზი. ზოგჯერ კი სასიკვდილო საფრთხეც ახლავს თავს. აშშ-ს ქალაქ ნიუ-ჯერსიში საშინელი შემთხვევა მოხდა. დედა თავის ორ მცირეწლოვან შვილთან, რომელთა ასაკიც 1 და 3 წელი იყო, ავტომობილში გაიგუდა. ამ დროს მამა გარეთ იყო და მანქანიდან თოვლს ბერტყავდა.
მიზეზი გამონაბოლქვისგამწოვი მილი გახდა, რომელიც ასევე თოვლში იყო ჩაფლული. მილის დახშობა ოჯახმა თავიდან ვერ შენიშნა. სიცივის გამო დედამ გადაწყვიტა ბავშვებთან ერთად მანქანაში ჩამჯდარიყო და იქ დაეცადა, სანამ მამა მანქანას თოვლისგან გაათავისუფლებდა. ამ დროს კი ძრავა ჩართული იყო...
რამდენიმე წუთში დედა და შვილები ნამწვავისგან გაიგუდნენ.
ნახშიბადის მონოოქსიდს ტყუილად როდი უწოდებენ ჩუმ მკვლელს. ამ მომწამვლელ აირს სუნი არ აქვს. მისი მსხვერპლი ვერაფერს გრძნობს, უბრალოდ, ეძინება და გამოღვიძების შანსი თითქმის არ აქვს.
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არცთუ იშვიათია, გაუფრთხილებლობით არაერთი ადამიანი დაღუპულა. უსაფრთხოების წესები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. იგივე ითქმის გაზის გამათბობლებსა და ელექტროხელსაწყობზეც.