ცოლის გარდაცვალების შემდეგ მან სახლში ძიძა მოიყვანა უმცროსი ბავშვებისთვის და... ეს ამბავი მართლაც გამაოგნებელია და მაგალითია იმისა, როგორი ამოუცნობნი შეიძლება იყვნენ ადამიანები. თითქოსდა იმდენი საერთო, იმდენი ერთად გადატანილი წელი და... უცებ ასეთი რამ. ცნობილი ამერიკელი ექიმი მარტინ მაკნეილი მინიმუმ 17 წელს გაატარებს ციხეში საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა და 8 შვილი გაუჩნდა. თავად გაუკეთა ცოლს სასიკვდილო ინიექცია სედატიური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისგან და სააბაზანოში დატოვა მომაკვდავი.
თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზად წნევის პრობლემები მიიჩნეოდა, რომლებიც გაჩნდა სახის კანის დაჭიმვის ოპერაციის ჩატარების შემდეგ. მარტინმა იცოდა, რომ მიშელი დიდ რისკზე მიდიოდა ამ ოპერაციის ჩატარებით, თუმცა დაიჟინა და მიშელიც დათანხმდა, ოღონდაც ამის გამო გამუდმებული ჩხუბი აეცილებინა თავიდან. აღმოჩნდა, რომ ეს მარტინის დიდი და ვერაგი გეგმის ნაწილი იყო. თუმცა ეჭვი ამას სულაც არ გაუჩენია.
მიშელის გარდაცვალების შემდეგ მარტინმა სახლში ძიძა მოიყვანა უმცროსი ბავშვებისთვის. თითქოს არაფერი, მაგრამ უფროსმა ქალიშვილებმა შენიშნეს, რომ მამა უცნაურად იქცეოდა: განაგრძეთ კითხვა