ტელეწამყვანი მეორე შვილს ელოდება მოდელი და ტელეწამყვანი, მშვენიერი გვანცა დარასელია მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში და აღნიშნა, რომ ყველანაირად ემზადება ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. ბავშვსაც აჩვევს: „ჩემთვის მთავარი იყო ერეკლეს დამოკიდებულება, გვიან გაიგო და და იმდენად გაუხარდა, რომ მე ჩემი სიხარული და მოლოდინი გვერდზე გადავდე. ძალიან ელოდება. ეს არის ჩემი ამომავალი წერტილი ამ შემთხვევაში. მინდა, რომ მისთვისაც ძალიან კომფორტული იყოს ახალი სიცოცხლე ჩვენს ოჯახში და იმედი მაქვს, ასეც იქნება“.
ფეხმძიმე გვანცა შესანიშნავად გამოიყურება, რის შესახებაც მისი ბოლო დროს გადაღებული ფოტოებიც მეტყველებს.