"ბევრჯერ გამიხეთქა გული ავადმყოფობით, მაგრამ ისევ თვითონ მამშვიდებს, რომ არაფერი არ მოუვა..." ეს პოსტი მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის და ბებია-ბაბუის განსაკუთრებულ სიყვარულზეა:
"მეგობრის პოსტი შემხვდა იმოქმედა და გადავწყვიტე, მეც დამეწერა ჩემს ბებიაზე... მოკლედ, ერთდადერთი ადამიანია ბებიაჩემი, ვინც მიყვარს სიცოცხლეზე მეტად (შვილები არ იგულისხმება)... 86 წლისაა და ბევრჯერ გამიხეთქა გული ავადმყოფობით, მაგრამ ისევ თვითონ მამშვიდებს, რომ არაფერი არ მოუვა... ერთხელ ძალიან ცუდად იყო და გვითხრა, ეს კაბა, ეს ფეხსაცმელი უნდა ჩამაცვათ... ისე არ მოხდეს, ჩემს მეზობელ ლამარას რაღაც საშინელება რომ ჩააცვესო :)))) მოკლედ, სანამ ბებია და ბაბუა მყავს, ვიქნები ბედნიერი უსაზღვროდ, იმიტომ, რომ მარტო მათთან შემიძლია, სითბო გამოვხატო და უკან ათასმაგად მივიღო.... ბებიაჩემის გასუქებული ვარ, გოგლი-მოგლით და მოხარშული "სგუშონებით" რომ დამდევდა მთელი ბავშვობა:))) ახლაც რომ ჩავდივარ, შემომხედავს და, რაღაც გალახული (გამხდარი) მეჩვენები, ბებოო, და გარბის ხაჭაპურის გამოსაცხობად, რომ გრამიც არ მომაკლდეს... ნეტა სულ მყავდეს ეს ორი სიკეთის და ადამიანობის ფორმულა - ბებია და ბაბუა"...
თეკლა ჟვანია