ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მომხდარ საზარელ მკვლელობას მომღერალი ტრისტან პაკელიანი ემსხვერპლა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მომხდარ საზარელ მკვლელობას ფოლკლორულ ანსამბლ "რიჰოს" სოლისტი ტრისტან პაკელიანი ემსხვერპლა. მისი გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება, მათ შორის მომღერალი გიორგი უშიკიშვილი: "ქართულ ფოლკლორს, სვანეთს დააკლდა შესანიშნავი პიროვნება, ანსამბლ "რიჰოს" და "ქალთიდის" სოლისტი ტრისტან პაკელიანი.
დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია. კახეთში სტუმრად ყოფნის დროს ტყვიამ იმსხვერპლა. როგორც მითხრეს შვილს გადაეფარა და ასე დაასრულა ცხოვრება. ნათელში ამყოფოს ღმერთმა".
გავრცელებული ინფორმაციით, მაზლმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა. როგორც ცნობილია, მკვლელობას და დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.