"ისედაც ძალადობის ბევრი შემთხვევაა სკოლებში, ეს სიახლე კი მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას..." ლონდონში, ბაქსტონის სკოლის ახალ შენობაში 8 წლის ზემოთ ბავშვებისთვის საერთო საპირფარეშოებია გათვალისწინებული, რამაც მოსწავლეების მშობლებში უკმაყოფილება გამოიწვია. პეტიციას ასეთი ტიპის საპირფარეშოების წინააღმდეგ 900 მშობელმა უკვე მოაწერა ხელი.
"ისედაც ძალადობის ბევრი შემთხვევაა სკოლებში, ეს სიახლე კი მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას. თუ რაიმე მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციაზე იქნება, ეს უბრალოდ ამაზრზენია!", - აღნიშნა ერთ- ერთმა მშობელმა, რომელმაც პეტიციას მოაწერა ხელი. მშობლების ერთი ჯგუფი თვლის, რომ გენდერო-ნეიტრალური საპირფარეშოების არსებობით არღვევენ ბავშვის უფლებებს. "რატომ გგონიათ, რომ ბავშვები კომფორტულად იგრძნობენ თავს?", - კითხულობს ერთ-ერთი აღშფოთებული მშობელი. მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ როდესაც სკოლის ადმინისტრაციამ ასეთი ტიპის საპირფარეშოს დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, არ შეეკითხა მშობლებს: "ეს უბრალოდ საშინელი იდეაა, რომელიც უარყოფით რისკებს შეიცავს. შოკში ჩავვარდი, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მამა.
არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც თვლიან, რომ ერთსა და იმავე საპირფარეშოში სიარულისას გოგონები და ბიჭები უფრო მეტად ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას. ასეთივე აზრი გამოთქვა სკოლის დირექტორმა - კეტ უილერმა. მან მოიწვია მშობლები სკოლაში, რათა დაერწმუნებინა, რომ ახალი საპირფარეშო აბსოლუტურად უსაფრთხო იყო. გარდა ამისა, სკოლაში დარჩა ისევ გოგონებისა და ბიჭების ცალ-ცალკე საპირფარეშოები. "რც ერთ მოსწავლეს არ დააძალებენ ნეიტრალური საპირფარეშოთი სარგებლობას", - აღნიშნა დირექტორმა.