"მთელი დღეა ვფიქრობ, რა ვუთხრა ამდენ ადამიანს ისეთი, რომ ჩემი მადლიერება... სიყვარული... პატივისვემა... გამოვხატო!" მსახიობ ზურა გორგაძის ძმიშვილის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით, რომელსაც ცერებრალური დამბლის სინდრომი აქვს (იხილეთ სტატია). ზურა ყველას სთხოვდა დახმარებას, რომ ბავშვი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაეყვანათ. ბიჭუნას დასახმარებლად მისმა მეგობრებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს. ზურამ ამ ფაქტს ემოციური სტატუსი მიუძღვნა:
"მთელი დღეა ვფიქრობ, რა ვუთხრა ამდენ ადამიანს ისეთი, რომ ჩემი მადლიერება... სიყვარული... პატივისცემა... გამოვხატო!!!
მაგრამ არ არსებობს სიტყვა, რომლითაც ამას გავაკეთებ!
მხოლოდ მომავალი რომელშიც ვიქნებით მე თქვენ და ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება!!!
თითოეულ თქვენგანს გახსოვდეთ, რომ არსებობს ზურა გორგაძე - თქვენი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი, უბრალოდ ნაცნობი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თქვენს გვერდით უნდა იგულოთ!
რაც შეეხება გუშინდელ საღამოს: რა თქმა უნდა, არც მქონდა ილუზია იმისა რომ სრულ თანხას, ან დიდ ნაწილს ავაგროვებდით საჭირო თანხისა, თუმცა ის მეოთხედიც ძალიან დიდი ნაბიჯია გაბრიელისთვის...
ასევე კვირის დასაწყისში გაირკვევა ზარებიდან შემოსული თანხების შესახებ.... მთავარია, რომ გაბრიელს გავუშვებთ და ჩვენ გავაგრძელებთ მისი ნაბიჯებისთვის ბრძოლას....
ახლა უკვე აქეთ მაწვდიან იდეებს ადამიანები, კიდევ სხვა ნაბიჯებისთვის... ადამიანებმა რომელთაც უკვე ბევრი გააკეთეს და კიდევ მზად არიან გააკეთონ...
გაბრიელის ემოციებისთვის
გვერდში დგომისთვის
პატივისცემისთვის
სიყვარულისთვის
მიყვარხართ!"