გამაოგნებელი შოუ და უშველებელი ტორტი (+ფოტოები) ფილიპ კირკოროვის ქალიშვილის დაბადების დღემ პრესა და ტელევიზია აალაპარაკა. გოგონას რესტორან "შალე ბერიოზკაში", რუბლიოვკაზე მოუმზადედს ნამდვილი დღესასწაული. 5 წლის ალა-ვიქტორიასთვის 49 წლის მომღერალმა ბარბის სტილის ზეიმი დაგეგმა. მთელი სივრცე ვარდისფრად იყო მორთული და თოჯინებით გაფორმებული.
ბავშვის მისალოცად ცნობილი ადამიანები და მათი შვილები იყვნენ მისული, მათ გართობაზე კი გამოცდილი ანიმატორები ზრუნავდნენ. რა თქმა უნდა, ზეიმზე ალა-ვიქტორიას ძმაც უმშვენებდა გვერდს.
განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდა ბავშვს შუა ზეიმზე: სპეციალურად მისთვის დახატული მულტფილმი, რომელიც ანიმატორებმა შუქდიოდური საღებავებით დახატეს მუქ ეკრანზე. სიუჟეტი გოგონას ამბავს ჰყვებოდა, მისი დაბადებიდან დღემდე.
ბავშვებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც მოახდინა უშველებელმა ფუმფულა კატამ, რომლის მოფერებაც მოუნდა ყველას. და ასევე ძალიან დიდმა, ბარბისა და მისი სახლის ფორმის ტორტმა.
მიუხედავად იმისა, რომ სუფრა სავსე იყო, სტუმრები მაინც მიდიოდნენ ხოლმე მაცივართან, რომელიც ცენტრში იდგა და სავსე იყო სხვადასხვანაირი გემრიელი ნაყინით.