ამ გოგონას გარდა, 2 წლის ბავშვმა კიდევ 9 ბავშვს სცემა აი, ასეთ მდგომარეობაში ნახა დედამ თავისი 3 წლის შვილი კეტი ენი, რომელიც 2 წლის თანაჯგუფელმა სცემა. შემთხვევა საბავშვო ბაღში მოხდა, ლესტერში, დიდ ბრიტანეთში. კლარა მაკკოუ, პატარა კეტის დედა ითხოვს აგრესიული ბავშვის საბავშვო ბაღიდან გარიცხვას. კეტი საავადმყოფოში მიიყვანეს თვალის დაზიანებით. მან ფაქტობრივად, ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. ბავშვს ჰქონდა სისხლჩაქცევები, კბენის ნაკვალევი და ნაჩხაპნები. როდესაც დედამ დაინახა თავისი შვილი, იფიქრა, რომ ის ძაღლმა დაგლიჯა. გოგონა საშინლად გამოიყურებოდა.
შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, თუმცა მათ არ იცოდნენ, რა ექნათ, რადგან კანონის მიხედვით, ადამიანი პასუხისმგებელი თავის საქციელზე მხოლოდ 10 წლის ასაკიდან არის. მოძალადე ბავშვის დედა უარს აცხადებს რაიმე კომენტარზე და ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ 2 წლისაა და მის საქციელზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
დანარჩენმა მშობლებმა ბავშვს ჩაკი დაარქვეს, სატელევიზიო ფილმის ერთ-ერთი გმირის - მოძალადე თოჯინას სახელი. აღმოჩნდა, რომ გოგონამ სექტემბრის თვიდან მოყოლებული დღემდე 10 ბავშვს სცემა ბაღში. საბავშვო ბაღის თანამშრომლები ვერ უმკლავდებიან ბავშვის აგრესიას.
დაზარალებული კეტი სტრესულ მდგომარეობაშია და უხალისოდ გამოდის ქუჩაში. გამოძიების დროს გაირკვა, რომ გოგონა 4-ჯერ იქნა ნაცემი დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საბავშვო დაწესებულების თანამშრომლებმა კეტის დედას ბოდიშის წერილი მისწერეს. მათ აუხსნეს, რომ ეს მოხდა დიდი სათამაშო ოთახის კუთხეში და მათ მაშინვე დაადეს ბავშვს ყინულები, შემდეგ კი გამოიძახეს ბავშვის მამა, რათა მას გადაეყვანა საავადმყოფოში. თუმცა სხვა ვერსია აქვს მამას - მას შემდეგ, რაც მამა მოვიდა ბაღში, ნახა, რომ 6-8 აღმზრდელი ისხდა, ჩაის მიირთმევდა და ამინდზე ლაპარაკობდა, იმის მაგივრად, რომ ბავშვებისთვის მიექციათ ყურადღება.
კეტის მშობლები 1 საათში 4,5 ევროს იხდიან. ბავშვი ბაღში იმყოფება დილის 9 საათიდან - 4:30-მდე. 2-დან 4 წლამდე ბავშვების რაოდენობა ჯგუფში 26-ია. კეტის დედა ამზადებს განცხადებას, ბაღის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელიც უნდა შეიტანოს სასამართლოში. იგი მათ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. დანარჩენი მშობლებიც მხარს უჭერენ მას...