"დედებო, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვს რაღაც არ აქვს რიგზე, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს" ეს ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე და ყურადღება, დროულად გამოთქმული ეჭვები და დროული ვიზიტი ექიმებთან...
ერთხელ, საოჯახო ფოტოების თვალიერების დროს მშობლებმა თავიანთი გოგონას ფოტოზე შეამჩნიეს, რომ ბავშვს მარცხენა თვალის გუგაზე თეთრი ლაქა ჰქონდა. რამდენიმე ფოტოს რომ დახედეს, ყველგან ერთნაირად იყო გამოკვეთილი ეს თეთრი ლაქა - მხოლოდ ერთ თვალზე.
მშობლებმა დაუყოვნებლივ მიმართეს ექიმებს, რომ გაერკვიათ, რა ხდებოდა.
შოკში ჩავარდნენ, როდესაც ექიმებმა უთხრეს რომ ეს...
ჯერ კიდევ ახალშობილ გოგონას ექიმებმა ამბლიოპენია (ზარმაცი თვალი) დაუდგინეს. ოკულისტის გეგმიურ ვიზიტზე 15 თვის ასაკში ექიმმა უთხრა მშობლებს, რომ პატარა მიას არ ჰქონდა სერიოზული პრობლემა, მაგრამ 6 თვეში ყოველი შემთხვევისთვის განმეორებითი ვიზიტი იქნებოდა საჭირო.
გადაუღეთ ბავშვს ფოტო და ჩაუტარეთ ძალიან საჭირო ტესტი
დადგა შობა - დრო ოჯახური ფოტოსესიებისა. დღესასწაულის შემდეგ მშობლები ფოტოებს ათვალიერებდნენ. გოგონას დედამ მელინდა ლუდენმა შეამჩნია, რომ ყველა ფოტოზე მიას მარცხენა თვალის გუგა თეთრი ჰქონდა. ჯერ იფიქრეს, რომ ეს ფოტოაპარატის ხარვეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. დედამ გადაწყვიტა არ დალოდებოდა გეგმიურ ვიზიტს და ბავშვი ოკულისტთან წაეყვანა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიას რეტინობლასტომა - თვალის სიმსივნის იშვიათი ფორმა ჰქონდა.
სიმსივნე საკმაოდ დიდი იყო და ფოტოაპარატის განათების ზემოქმედებით თვალის გუგას ვერცხლის დისკის შესახედაობა ჰქონდა. ექიმებმა მშობლებს ორი ინფორმაცია მიაწოდეს. ერთი ცუდი და მეორე კარგი: მიას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია, მაგრამ სიმსივნემ საბედნიეროდ, ვერ მოასწრო ტვინამდე მისვლა. "რომ დაგვეგვიანა, სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა", - ამბობს მელინდა. იმ შობიდან 5 წელი გავიდა. მიას უკეთია შეუმჩნეველი აკრილის თვალის პროთეზი. ის ემზადება სკოლისთვის.
დედა ნერვიულობდა, თუ როგორ მიიღებდნენ თანატოლები მიას პროთეზს. იმას, რომ მას თვალი არ აქვს. მაგრამ ჯერჯერობით ბავშვების მხრიდან მხოლოდ ცნობისმოყვარეობა და ბავშვური აღფრთოვანება იგრძნობა.
რა ასაკიდან უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ბავშვის მხედველობას?
"მას არ რცხვენია ამაზე ლაპარაკის და თავისი პროთეზის დემონსტრირების. საბედნიეროდ, მას საერთოდ არ უშლის ხელს, თუმცა ზოგჯერ მარცხენა მხრიდან შეიძლება დაეჯახოს რამეს", - ამბობს მელინდა.
მელინდა არ იღლება დედების გაფრთხილებით: "ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვს რაღაც არ აქვს რიგზე, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს".