"რამდენიც უნდათ, მლანძღონ..." - აკა სინჯიკაშვილის პოსტი აკა სინჯიკაშვილის პოსტი გუშინდელ ამბავთან დაკავშირებით:
"დღეს კლინიკა "ოფთალმიჯი"-ს დირექტორი გია ჯავრიშვილი შეგვხვდა, ძალიან შეწუხდა მომხდარის გამო და პატარა ნინიკოს მკურნალობა მთლიანად თავის თავზე აიღო, რა თქმა უნდა უფასოდ. ექიმი რომელმაც ეს ამბავი გამოიწვია მართალი არ არის, სამუშაო საათებში, როცა დაკავებული არ ხარ, არ შეიძლება პაციენტის გარეთ გაბრუნება, მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში. რაც შეეხება რატომ არ შევუთანხმდი წინასწარ, თქვენ ჩემი რეჟიმით ირბინეთ გიჟივით მთელი დღე და ვის რაზე შეუთანხმდებით ერთი ვნახავ. დირექტორს მეც ძაან ვთხოვე და სამსახურს არ დაკარგავს, თუმცა დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. სხვების სამსახურს ვეძებ მთელი დღე და ჩემ გამო ადამიანი უმუშევარი არ დარჩება. და კიდევ, სანამ გვეგონება, რომ ნებისმიერ მომსახურე ადამიანს ყველაფერი ეპატიება და ექიმი იქნება თუ მეხანძრე, გულგრილობა უნდა "გავუგოთ", მანამდე წესიერი ქვეყანა ვერ ვიქნებით. ყველამ თუ არა უმეტესობამ მაინც იცით, რომ მე არავის და არაფერს არ წარმოვადგენ და ყველაფერს რასაც ვწერ და ვაკეთებ, ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც მართალი მგონია. რამდენიც უნდათ მლანძღონ, მიჩვეული ვარ უტვინო ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ რამდენსაც შევძლებ იმდენგან გამოვასწორებ იმას რომ ადამიანებს ექცეოდნენ სამართლიანად და კანონის მიხედვით. ეხლა სოფელ ველში მივდივართ საჭმელი მიგვაქვს, ხვალ ჩამოვიტან ამბავს. მადლობა და გკოცნით."