მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია, ერთი ბავშვი.
ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ნივა“ შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ინტერპრესნიუსი