დედის გულგრილობის გამაოგნებელი ამბავი შოკისმომგვრელი შემთხვევა უკრაინის დედაქალაქში მოხდა. 20 წლის დედამ, შვილები სახლში მთელი 9 დღით მარტო დატოვა და საყვარელთან წავიდა. ბიჭი, რომელიც 1 წლის და 11 თვის იყო, გარდაიცვალა, 2 წლის და 10 თვის გოგონა კი გარდაცვლილ ძმასთან ერთად 3 დღე სახლში მარტო იმყოფებოდა. შედეგად გოგონა უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გადაიყვანეს.
დედა, კიევში მცხოვრები, 20 წლის ვლადისლავა პოდჩაპკო მოტივს არ ასახელებს.
ერთი თვის წინ, გოგონამ მესამე ბავშვი გააჩინა. გოგონა სწორედ ბავშვის მამასთან იყო სტუმრად, ქალაქის მეორე ბოლოში. სახლში დატოვებული შვილები კი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გაახსენდა და შინ მათ გამოსაკვებად დაბრუნდა, თუმცა ნამდვილი ტრაგედია დახვდა. 6 დეკემბრის ღამეს, ქალმა პოლიცია თავად გამოიძახა და თავს იმით იმართლებდა, რომ არ ეგონა, თუ ბავშვები მოკვდებოდნენ. განაგრძეთ კითხვა