გადაწყვიტა, სიკეთით გადაეხადა მათთვის, ვინც თავის დროზე ღარიბი ბიჭის მიმართ იყო კეთილი ჩინელმა ბიზნესმენმა სიუნ შუიხუამ ბულდოზერები დაიქირავა, რომ თავის მშობლიურ სოფელში ყველა ხის სახლი მიწასთან გაესწორებინა და ჭუჭყიანი გზებისთვისაც მოევლო. ძველი სოფლის ადგილას, მან ფეშენებელური სახლები აუგო სოფლის ყველა მცხოვრებს.
54 წლის სიუნმა ქონება მეტალურგიულ სფეროში დააგროვა და გადაწყვიტა, სიკეთით გადაეხადა მათთვის, ვინც თავის დროზე მის მიმართ იყო კეთილი. თანაც მაშინ, როცა ის ღარიბი ოჯახის შვილი იყო და არაფერი ებადა.
როცა მილიონერი გახდა, სიუნმა არ დაივიწყა ის ადამიანები, ვინც მის ოჯახს ედგნენ გვერდში. ეგ კი არა, მოხუცები და დაბალშემოსავლიანი ადამიანები სამჯერადი უფასო კვებითაც კი უზრუნველყო.
72 ოჯახი ახალ აპარტამენტებში გადავიდა და სუფთა ქუჩებში დადის.
პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
სიუნი ამბობს, რომ მას არ გასჭირვებია ამ ჩანაფიქრის შესრულება, რადგან გაცილებით მეტი ფული იშოვა, ვიდრე შეუძლია დახარჯოს მთელი დარჩენილი ცხოვრება.