ამ ინციდენტის შემდეგ მან ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა, რომ ყველა გააფრთხილოს ამერიკელი ენდრიუ ჰოლი თავის სახლში იყო და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, როცა მოულოდნელად პირში აუფეთქდა ელექტროსიგარეტი. შედეგად, შვიდი კბილი დაკარგა, მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო და პირის ღრუს სხვა ჭრილობები. სასწრაფოდ გადაიყვანეს სტომატოლოგთან, რომელმაც მას დახმარება აღმოუჩინა. ამჟამად, არც ისე კარგად არის და ძალიან უჭირს ჭამა.
ამ აფეთქების შემდეგ მალევე ჰოლმა საკუთარი ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. ისიც აღნიშნა, რომ ელექტროსიგარეტი ჩვეულებრივ მუშაობდა და არც არაფერს აკეთებდა თვითონ ისეთს, რომ მოწყობილობის დაზიანება გამოეწვია. მის პუბლიკაციას ათი ათასობით გამოხმაურება მოჰყვა.
მანამდე, 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ბრიტანულ მაღაზიაში სათვალთვალო კამერამ გადაიღო, როგორ დაიწვა ერთ-ერთი კლიენტის ჯიბეში ელექტროსიგარეტის ელემენტი და ძლივს გადაურჩა კაცი მძიმე დამწვრობას.