"ვალდებული არ ხართ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ. თქვენი ცხოვრება უნაკლო ვერ იქნება" 17 იანვარს აშშ-ს პირველი ლედი, მიშელ ობამა 53 წლის გახდა. მისი მეუღლის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, მან თავი გამოიჩინა, როგორც აქტიური ცხოვრების წესით მცხოვრებმა პიროვნებამ, როგორც ქალმა, რომელიც ზრუნავს თავის თანამოქალაქეებზე, და ამასთან შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს სამუშაო და პირად ცხოვრებას.
მიშელ ობამას დაბადების დღის პატივსაცემად, გთავაზობთ მის მიერ გაჟღერებულ 10 ყველაზე ნათელ და გამჭრიახ ციტატას:
1. ყოველთვის საკუთარი თავის ერთგული დარჩით და არასდროს მისცეთ სხვებს უფლება, საკუთარ მიზნებს ჩამოგაშორონ.
2. წარმატება სასიამოვნოა და მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა გრძნობ, რომ ის შენია.
3. ვალდებული არ ხართ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ. თქვენი ცხოვრება უნაკლო ვერ იქნება. ვერავის ცხოვრება ვერ იქნება.
4. ცხოვრებაში სამი მეგობარი უნდა გყავდეთ: ის, ვისგანაც მაგალითი შეიძლება აიღოთ; ის, ვინც თქვენთან ერთად გადალახავს ცხოვრების თითოეულ დაბგრკოლებას; და ის, ვისაც მაშინ დაიყენებთ გვერდში, როცა ეს გზა უკვე თავისუფალია დაბრკოლებებისგან. განაგრძეთ კითხვა