ფოტოებზე გიორგი მარგველაშვილის პირველი ცოლია აღბეჭდილი - მან ანა 15 წლისამ გააჩინა (+ფოტოები) სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილმა კიდევ ერთი ბავშვობის ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში - ახალგაზრდა გიორგი მარგველაშვილთან ერთად.
როგორც იცით, ანა თავად არის უკვე მშობელი. მისი ქალიშვილი, როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით უფრო მამას ჰგავს (შეგიძლიათ, მისი პატარა გოგონას ფოტოები იხილოთ). თავად ანაც ბავშვობიდან უფრო მამას ჰგვანებია, რაც მის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს. ასევე ძალიან ჰგავს პრეზიდენტს მისი მეორე შვილი - პატარა თემო (იხილეთ პრეზიდენტის ოჯახური ფოტოები).
რაც შეეხება ანას დედას, ის ბატონი გიორგის პირველი მეუღლე ტასო ვირსალაძე გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ამ ქალბატონმა ანა 15 წლის ასაკში გააჩინა - ამ დროს გიორგი მარგველაშვილი 23 წლის იყო.
ანასა და დედამისს შორის ასეთი მცირე ასაკობრივი სხვაობის დამსახურებაა ალბათ, რომ დედა-შვილი ძალიან მეგობრობს და დებს უფრო ჰგვანან. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა 2015 წლის ზაფხულში დედა-შვილმა ერთად გაატარა დრო ზღვაზე და ერთობლივი ფოტოებიც გაავრცელეს (იხილეთ დაწვრილებით).
ქალბატონი ტასო ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. წარსულში მსახიობობდა კიდეც - მონაწილეობდა ფილმში "წარსულის აჩრდილები".