"მეიმედები და ვიცი, რომ შენთვის მთებს გადავდგამ, მერე რა, თუ ამის თქმა ყოველდღე არ შემიძლია?" მსახიობ არჩილ სოლოღაშვილს ასე ულოცავს ქორწინების 5 წლისთავს მეუღლე - ჟურნალისტი და წამყვანი ნუცა ქავთარაძე:
"21 იანვარი ყველა დღესასწაულს მირჩევნია. 5 წელია ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. მართლა სასწაული მგონია, რომ ყოველ წამს ჩემ გვერდით არის, მაძლიერებს, მამხნევებს და მაგრძნობინებს, რომ არ არსებობს დაუძლეველი პრობლემები... სასწაულია, რომ ყოველდღე მიყვარდება, ვგრძნობ, რომ მის გარეშე არ შემიძლია და ერთმანეთს ყოველ წამს ვუახლოვდებით. არასოდეს მომბეზრდება მისთვის მადლობის თქმა, რომ არსებობს და მჩუქნის დღეებს, რომელითაც ჩვენი ისტორია იწერება...
მეიმედები და ვიცი, რომ შენთვის მთებს გადავდგამ, მერე რა, თუ ამის თქმა ყოველდღე არ შემიძლია? სამაგიეროდ არსებობს 21 იანვარი გრძნობების სიტყვებში გამოსახატად და 365 დღე წელიწადში ამ ყველაფრის დასამტკიცებლად. მიყვარხარ. გილოცავ, ჩვენ უკვე გავიზარდეთ!"