ამ კაცის ამბავმა მსოფლიო გააოგნა ამ კაცის ამბავმა მსოფლიო გააოგნა. კევან ჩენდლერი ამ ბოლო პერიოდში უამრავმა ადამიანმა გაიცნო.
ას კუნთების იდსტროფია აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეგ კი არა, სამი წლის წინ ექიმმა უთხრა, რომ საერთოდაც ვეღარ ისუნთქებდა უახლოეს მომავალში და სუნთქვის აპარატზე შეაერთებდნენ. თუმცა კევინი კვლავაც თავს ნორმალურად გრძნობს და ეგ კი არა, საოცარი მეგობრების წყალობით, მთელი ცხოვრების ოცნებას ისრულებს.
კევინი ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობდა. თუმცა თავად ამას ვერანაირად მოახერხებდა, რომ არა მისი ერთგული მეგობრების გვერდში დგომა. მათ გადაწყვიტეს, კევინს ოცნება აუსრულონ.
სპეციალური ზურგჩანთა დაამზადეს მისთვის, ჩასვეს შიგ და რიგრიგობით დაატარებენ ამ ჩანთით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე მოიარეს საფრანგეთი, ინგლისი და ირლანდია.