"გვინდოდა გვეჩვენებინა შვილებისთვის, რომ მათი შემოქმედება ჩვენთვის ფასდაუდებელია" ”ამით გვინდოდა გვეჩვენებინა შვილებისთვის, რომ მათი შემოქმედება ჩვენთვის ფასდაუდებელია”.
სკოლამდელი ბავშვების ხელოვნების მასწავლებლმა, Yasemin Erdin-მა და მისმა მეგობარმა, იუველირმა Özgür Karavit-მა შესანიშნავი სამკაულები დაამზადეს ბავშვების ნახატებისგან. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მათ Özgür-ის შვილის ნახატის მიხედვით, გულსაბნევი შექმნეს.
ამ იდეას ბევრი მშობელი გამოეხმაურა, რომლებმაც მოინდომეს, თავადაც ჰქონოდათ მათი შვილების ნახატებისგან შექმნილი გულსაბნევები.
ახლა, მეგობრებს საკუთარი საიუველირო მაღაზია აქვს ინტერნეტში, სადაც დედებისთვის მართლაც ფასდაუდებელი ძვირფასეულობა იყიდება. იხილეთ ფოტოები