ნინი წიკლაური მეუღლეს - "მიყვარხარ სიგიჟემდე და მინდა შენნაირი ვიყო" - მშობლები

ნინი წიკლაური მეუღლეს - "მიყვარხარ სიგიჟემდე და მინდა შენნაირი ვიყო"

2017-01-27 17:01:21+04:00

ორსული ნინი მშვენიერ ფორმაშია (+ ფოტო) მომღერალ ნინი წიკლაურს და მის მეუღლე თემო ტუღუშს რამდენიმე დღის წინ ქორწინებიდან ერთი წელი შეუსრულდათ. გასულ წელს, ამავე დღეს წყვილმა ქორწილი მეგობრების წრეში გადაიხადა, ნინი ლამაზი და ამავდროულად ორიგინალური პატარძალი იყო თეთრი კაბითა და ლურჯი ბოტებით.

ამ მნიშვენლოვან თარიღს მომღერალმა შემდეგი სტატუსი მიუძღვნა:

"დღეს ჩემი და შენი ქორწინების ერთი წლისთავია... ეს ერთი წელია სულ ვფიქრობ, რა სიკეთე მაქვს გაკეთებული ცხოვრებაში ისეთი,რომ ღმერთმა შენი თავი მარგუნა. მიყვარხარ სიგიჟემდე და მინდა შენნაირი ვიყო".

წყვილი მაისის თვეში ბავშვს ელოდება, სქესიც იციან უკვე - ბიჭი უნდა მოევლინოს ქვეყანას.

ორსული ნინი მშვენიერ ფორმაშია. ამას მისი ფოტოც მეტყველებს.

mshoblebi

mshoblebi

ორსულობა მშვიდად და ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც მომავალი მამა ამბობს, ნინი პრეტენზიული ადრეც არ ყოფილა და არც ორსულობის დროს შეცვლია ხასიათი.

"თემო ისეთი მზრუნველია, 10 ქალს უდრის ერთად აღებულს. იმდენად ვარ თემოზე დამოკიდებული, ერთი წუთიც ვერ წარმომიდგენია მის გარეშე.

ღმერთს სულ ვთხოვდი: თუ შენ ჩათვლი საჭიროდ, ეს ბედნიერება მომანიჭე-მეთქი... და ერთ დღეს, ასეთი სასწაული მომივლინა", - განაცხადა ნინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

წაიკითხეთ ასევე: გთხოვ, მასუნთქე და ნუ გამოუბედურებ არსებობას - ნინი წიკლაურის ემოციური გზავნილი

თეკლა ჟვანია