ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად გოგონა დაჯახების ძალით გადავარდა და გვამი მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა ქუთაისში, სასტუმრო “თბილისში” მცხოვრებმა დევნილებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის გამოძიების მოთხოვნით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები ითხოვენ, სამართალდამცველებმა გამოიძიონ და დაადგინონ რეალური მკვლელის ვინაობა. ისინი ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულს სხვა ადამიანს აბრალებენ.
“არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს ვინც ნანას დაეჯახა. მათი თქმით, ის ქალია და ჯიპით მოძრაობდა. რეალური მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა მას პოლიციელი ყავს ნათესავი და ამის გამო ხელს აფარებენ და დანაშაულს სხვას აბრალებენ”, – ამბობს ნანა გიგლემიანის ბებია.
ოჯახის წევრების ინფორმაციით ნანა გიგლემიანს “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად გოგონა დაჯახების ძალით გადავარდა და გვამი მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუკი სამართალდამცველები სწორ მიმართულებას არ მისცემენ გამოძიებას და დამნაშავეს არ დააკავებენ, მიცვალებულის დასაფლავებას არ აპირებენ. განაგრძეთ კითხვა