67 წლის ალა პუგაჩოვა მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობს 67 წლის ალა პუგაჩოვა მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობს და ხშირად ავრცელებს სოციალურ ქსელში სიახლეებს მათ ცხოვრებაში.
განსაკუთრებით აქტიური ლიზაა, რომელსაც ძალიან უყვარს გაპრანჭვა, სიმღერა, სამკაულები და დედაც უღებს ვიდეოებს და შემდეგ მეგობრებს აჩვენებს. ახლაც პატარა ლიზა გალკინამ სხვადასხვა სამოსი და თავისი სამკაულები მოირგო და დედას სიურპრიზი გაუკეთა. ლიზა აშკარად ძალიან ფოტო და ტელეგენურია და ყველა საჯარო ღონისძიებაზე იჩენს თავს.
მისი ძმა გარი უფრო მორცხვია და ნაკლებად იჩენს თავს. თუმცა ფაქტია, წყვილი მართლაც გიჟდება შვილებზე და თავიანთ სიხარულს სხვებსაც უზიარებენ.
ასევე იხილეთ: ზღაპრული სასახლე, სადაც პუგაჩოვა და გალკინი შვილებთან ერთად ცხოვრობენ