თემურისთვის ეს მეხუთე, ნინისთვის კი პირველი შვილია მილიონერ თემურ უგულავასა და მოდელ ნინი ნებიერიძის სიყვარულის ამბავმა მთელი თბილისი აალაპარაკა. არ წყდებოდა ჭორები წყვილის ურთიერთობის შესახებ, თუმცა გასული წლის აგვისტოში მოდელმა და ბიზნესმენმა ურთიერთობას ოფიციალური ფორმა მისცეს და დაქორწინდნენ.
მათი თითოეული ფოტო და აქტივობა ყოველთვის ხდებოდა მითქმა-მოთქმის საგანი. სულ მალე ინტერნეტი ორსული ნინის ფოტოებით აჭრელდა, ლამაზმანს ნამდვილად შვენოდა ეს მდგომარეობა.
27 იანვარს წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც მამის სახელი - თემური დაარქვეს. თემურისთვის ეს მეხუთე, ნინისთვის კი პირველი შვილია. როგორც სელებრითების უმეტესობა, ისინიც ერიდებიან ბავშვის კამერების წინ გამოჩენას და ისეთ ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ახალშობილს სახე არ უჩანს..
თეკლა ჟვანია