მართლაც ისე საოცრად მიცოცავს სიმაღლეზე, გამოცდილ მეკლდეურებს შეშურდებათ ამ პატარა ბავშვის მშობლები მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და მისი ოთახის გასასვლელში სპეციალური დამცავი საბავშვო კარი დააყენეს, გისოსებით, რომელიც წესით წინაღობაა, ბავშვმა რომ ოთახი დამოუკიდებლად არ დატოვოს. თუმცა ბავშვისთვის ეს "მწვერვალი" სულ არ აღმოჩნდა დაულაშქრავი.
კადრებზე, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა, ბავშვი მხიარული ღიმილით მიიწევს გისოსებისკენ და ისე მიცოცავს, მშვიდად და მარტივად, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა... ის დამსახურებულად იქცა ინტერნეტვარსკვლავად.